Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება

     ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც დამეხმარება იმაში, რომ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო იყოს. ამ ტრენინგის შემდეგ შევძლებ შევქმნა და ვაწარმოო ჩემი პორტფოლიო, რომელშიც ნათლად გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაკეთებამ ტრენინგზე მიღებული ცოდნას გამოვიყენებ  სკოლაში.
     ინტელის სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ ვფიქრობ უფრო სრულყოფილ და მრავალფეროვან  პროექტებს  განვახორციელებ მომავალში.
     პროექტებით სწავლება ეხმარება არა მარტო მასწავლებლებს, არამედ მოსწავლეებსაც. მათ უვითარებს  21- საუკუნის უნარ-ჩვევებს , უზრდის მოტივაციას  და ასევე უვითარებს  დამოუკიდებელ, ანალიტიკურ აზროვნებას.

     მინდა  დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საყვარელ, ძალიან ნიჭიერ  და ენერგიულ ტრენერს - ქეთი ცერაძეს.

მეცხრე დღე

ტრენინგის მე-9 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. ვისწავლეთ link list-ით განრიგის გადატანა. გავიმეორეთ ნასწავლი გაჯეტები.შემდეგ ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგში  გვერდების ჩასმა.შევისწავლეთ ჩანაწერში მისამართის მიბმა.ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების  პრეზენტაციები.

Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მე-8 დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.შემდგომ შევქმენით რესურსი ფასილიტაციისთვის.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, ზოგიერთ შემთხვევაში შევცვალეთ საქაღალდის დასახელება.პროექტის პორტფოლიო გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე.ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პორტფოლიოში მასალების ასატვირთად.

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც გამეორებით დაიწყო, ქალბატონმა ქეთიმ კარგად აგვიხსნა და დაგვანახა თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და როგორ უნდა შევუსაბამოთ ასეთ მოსწავლეებს დავალება. შემდეგ ჩვენს პროექტში შევიტანეთ კითხვები რომლებიც ასეთ მოსწავლეებზე გათვალისწინებით შევადგინეთ. ვისწავლეთ HTML-ის გაჯეტის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. დღის ბოლოს კი დავზეპეთ და გადავგზავნეთ ჩვენს საქაღალდეში.
 

Sunday, September 7, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა.
ვისწავლეთ თუ  როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები, ტექნიკური მხარე და რა არის საჭირო იმისათვის, რომ სწორად წარმართონ პრეზენტაციის მიმდინარეობა, ყველა ეტაპი უნდა დაიწეროს, ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უფრო ეფექტიანად წარმარტონ პროექტზე მუშაობა. გადავხედეთ გეგმებს პრეზენტაციების შესახებ.
 განვიხილეთ შეფასებები. შეფასებების რუბრიკების განხილვა საშუალებას მოგვცემს კარგად განვსაზღვროთ თუ რა კრიტერიუმებით  უნდა შეფასდეს მოსწავლის ნაშრომები მუშაობის პროცესი და საბოლოოდ.
.გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობის ზოგიერთი დეტალი
ტრენინგის დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

      ტრენინგის მეხუთე დღე როგორც ყოველთვის გამეორებით დავიწყეთ.ტრენერმა კიდევ ერთხელ დაწვრილებით აგვიხსნა გუშინდელი მასალა, შემდეგ გვასწავლა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტში საავტორო უფლებები და როგორ უნდა შევავსოთ  გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი, გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე, ვიმუშავეთ ბლოგებზე, ვისწავლეთ თუ როგორ წავშალოთ და აღვადგინოთ ბლოგი, გავაკეთეთ გაჯეტები და დავამზადეთ მოსწავლის ბლოგის ნიმუში http://teacher055.blogspot.com/ . სამუშაო დღე იყო შრომატევადი და ნაყოფიერი.

Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეც არანაკლებ საინტერესო იყო, თავდაპირველად გავიმეორეთ უკვე ნასწავლი მასალა და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთ თუ როგორ ხდება სტანდარტის დადგენა და როგორ უნდა განვსაზღვროთ პროექტის მიზანი. ვისწავლეთ როგორ შევუსაბამოთ მიზანი და სტანდარტი ერთმანეთს. ასევე გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, შესაბამის ტერმინოლოგიას და გავაანალიზეთ თითოეული მათგანი.
   ყოველი დღე სულ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია.

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

      ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, მიმოვიხილეთ ერთმანეთის პროექტები. შემდეგ გავიმეორეთ უკვე ნასწავლი მასალა, გავეცანით და შევისწავლეთ ,,word''-ის ინსტრუმენტები, რომელიც დაგვეხმარა ბუკლეტის შედგენაში.      ყველაზე საინტერესო და სახალისო სარეკლამო ბუკლეტის დამზადება აღმოჩნდა, ქალბატონმა ქეთიმ კარგად აგვიხსნა, თუ რაოდენ საჭიროა სარეკლამო ბუკლეტი პროექტზე მუშაობის დროს. ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა.  დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდი მადლობა!

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები. გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანით კურსის რესურსებს და შევინახეთ საქაღალდეში. გავეცანით პროექტებს. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა რაც ყველაზე მეტად  მომეწონა. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.