Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეც არანაკლებ საინტერესო იყო, თავდაპირველად გავიმეორეთ უკვე ნასწავლი მასალა და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთ თუ როგორ ხდება სტანდარტის დადგენა და როგორ უნდა განვსაზღვროთ პროექტის მიზანი. ვისწავლეთ როგორ შევუსაბამოთ მიზანი და სტანდარტი ერთმანეთს. ასევე გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, შესაბამის ტერმინოლოგიას და გავაანალიზეთ თითოეული მათგანი.
   ყოველი დღე სულ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია.

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

      ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, მიმოვიხილეთ ერთმანეთის პროექტები. შემდეგ გავიმეორეთ უკვე ნასწავლი მასალა, გავეცანით და შევისწავლეთ ,,word''-ის ინსტრუმენტები, რომელიც დაგვეხმარა ბუკლეტის შედგენაში.      ყველაზე საინტერესო და სახალისო სარეკლამო ბუკლეტის დამზადება აღმოჩნდა, ქალბატონმა ქეთიმ კარგად აგვიხსნა, თუ რაოდენ საჭიროა სარეკლამო ბუკლეტი პროექტზე მუშაობის დროს. ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა.  დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდი მადლობა!

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები. გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანით კურსის რესურსებს და შევინახეთ საქაღალდეში. გავეცანით პროექტებს. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა რაც ყველაზე მეტად  მომეწონა. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.